მიღება-განთავსების დეპარტამენტის ღამის აუდიტი/ადმინისტრატორი
31-08-2026 - 01-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გასტუმრება ღამის ცვლაში.
- სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის მართვა.
- სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისების, წესებისა და დამატებითი შეთავაზებების შესახებ.
- დღის ფინანსური ოპერაციების შემოწმება, შეჯერება და დახურვა (Night Audit პროცედურები).
- ანგარიშების, ინვოისებისა და ფინანსური რეპორტების მომზადება.
- ნაღდი ფულისა და საბანკო ბარათით შესრულებული ტრანზაქციების კონტროლი.
- რეზერვაციების სისტემაში მონაცემების განახლება და სიზუსტის უზრუნველყოფა.
- ღამის საათებში სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტა.
- უსაფრთხოების პროცედურების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
- ცვლის დასრულების შემდეგ ანგარიშგებისა და ინფორმაციის გადაცემა დილის ცვლისთვის.
პროფესიული მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება Front Office Agent-ის, Receptionist-ის ან Night Auditor-ის პოზიციაზე.
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში.
- სასტუმროს მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Opera, Fidelio ან სხვა PMS სისტემები) — ჩაითვლება უპირატესობად.
- ფინანსური ანგარიშგებისა და საბაზისო ბუღალტრული ოპერაციების ცოდნა.
- ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
- MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, პრაქტიკული ცოდნა.
- ღამის ცვლაში მუშაობის მზადყოფნა.
პერსონალური მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე.
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა.
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარი.
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
- კეთილგანწყობილი, პროფესიონალური და სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება.
- ეთიკური სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
** სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** 9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.