სასტუმროს მიღება განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
მიღება-განთავსების დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
სტუმრების მიღების, რეგისტრაციის, განთავსებისა და გაწერის პროცესების კონტროლი;
სტუმრების მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული და ეფექტური მართვა;
დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების დაგეგმვა;
სასტუმროს შიდა სტანდარტებისა და პროცედურების შესრულების კონტროლი;
სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ჯავშნების, ოთახების სტატუსისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი;
PMS სისტემაში მონაცემების სისწორისა და ინფორმაციის დროული განახლების კონტროლი;
ყოველდღიური ოპერაციული და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშების მომზადება;
დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობისა და სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი;
კონფლიქტური სიტუაციების პროფესიულად მართვა;
ახალი თანამშრომლების შერჩევის, გადამზადებისა და ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა.
პროფესიული მოთხოვნები:
Front Office-ის სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
სტუმრების უკუკავშირის ანალიზი და მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
დეპარტამენტის KPI-ების მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
სასტუმროს დატვირთვის, ოთახების ხელმისაწვდომობისა და ოპერაციული პროცესების კონტროლი;
პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
დეპარტამენტის საჭიროებების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდება;
კომპანიის შიდა რეგულაციების, უსაფრთხოების წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
პერსონალური მოთხოვნები:
** პრეზენტაბელური გარეგნობა;
** სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით;
სამუშაო პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 9 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა. შესვენება 1 საათი.
სტრესულ სიტუაციაში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.